- ინფორმაციის თავისუფლება
- • ხელისუფლების საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,• ადამიანის ერთ-ერთი პირადი ხასიათის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,• მოიცავს ინფორმაციის ძებნას, მოპოვებასა და მიღებას (პასიური ინფორმაციის თავისუფლება) ასევე ინფორმაციის გადაცემასა და გავრცელებას (აქტიური ინფორმაციის თავისუფლება)., ერთის მხრივ ეს არის უფლება მივიღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი ინფორმაციის თავისუფლება მოისაზრება როგორც აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა, რადგანაც იმისათვის, რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საჭიროა, მან პირველ რიგში მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.Source: სკოლის სპეციფიკა : [გზამკვლევი] - (ინფორმაციის თავისუფლება)თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2005
Georgian encyclopedia. 2013.